პროდუქტის ფილტრი პროდუქტის ფილტრი

არამხატვრული ლიტერატურა

8.0 
ადამიანებს ყოველდღიურად გვაქვს სხვადასხვა სახის ურთიერთობა სიტყვების საშუალებით, ან გარკვეული ქმედებითა თუ უმოქმედობით და ფიქრით. ჩვენ გვიწევს ურთიერთობა...
გაყიდვაშია
+

25.0 
დაისეც ტეიტარო სუძუკი (1870-1966) იაპონელი ბუდისტი ბერი, ფილოსოფოსი, რელიგიათმცოდნე, მწერალი და პედაგოგი დაისეც ტეიტარო სუძუკი ძენ-ბუდიზმის...
გაყიდვაშია
+

22.0  15.0 
რა საერთო ნიშანი აკავშირებდათ 1918 წელს ნიუ-იორკში მცხოვრებ იტალიელებს, ალასკელ ესკიმოსებსა და მეშჰედელ სპარსელებს? სრულიად არაფერი, გარდა ერთი ვირუსისა, რომელმაც თანამედროვეობის უმძიმესი პანდემია გამოიწვია და მნიშვნელოვნად შეცვალა მეოცე საუკუნის ისტორია.

"ესპანურ გრიპად" ცნობილი დაავადება, 1918-1920 წლებში რომ მოედო მსოფლიოს, კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთ უდიდეს ჰუმანიტარულ კატასტროფად ითვლება. ეს სენი დედამიწის მაშინდელი მოსახლეობის ერთ მესამედს შეეყარა - მდიდარსა და ღარიბს, ახალგაზრდასა თუ ხნიერს, ქალსა თუ კაცს, დიდგვაროვანსა თუ გლეხს. ესპანური გრიპით გარდაცვლილთა ზუსტ რაოდენობაზე განსხვავებული მოსაზრებები არსებობს, მაგრამ თვით ყველაზე მოკრძალებული შეფასებითაც კი, ვირუსს, სულ ცოტა, 50 მილიონი ადამიანი შეეწირა.

თავის წიგნში "ჩალისფერი მხედარი" ბრიტანელი ჟურნალისტი და მწერალი ლორა სპინი უაღრესად საინტერესოდ მოგვითხრობს ესპანური გრიპის ვირუსის გავრცელების ისტორიას, მის უზარმაზარ გავლენას საერთაშორისო პოლიტიკაზე, რასობრივ ურთიერთობებზე, ოჯახურ სტრუქტურებზე, ადამიანის ჩვევებზე. ახალი კორონავირუსის, კოვიდ-19-ის პანდემიის პირობებში ლორა სპინის წიგნმა, რომელიც უკვე ათზე მეტ ენაზე ითარგმნა, კიდევ უფრო მეტი აქტუალობა შეიძინა და ქართველი მკითხველისთვის მისი გაცნობა უთუოდ საინტერესო იქნება.
გაყიდვაშია
+

20.0 
წიგნი „ქართული ენა ზარმაცების(ა)თვის“ დიდ დახმარებას გაუწევს ყველა დაინტერესებულ პირს ან, უბრალოდ, მკითხველს გრამატიკის კურსის ადვილად ათვისებაში. იგი მარტივი, ყველასათვის გასაგები ენით გვიამბობს მორფოლოგია-სინტაქსსა თუ გრამატიკის სხვა სფეროებზე და შეძლებისდაგვარად იოლად გვიკვალავს გზას ქართული გრამატიკის რთულ ლაბირინთში.
გაყიდვაშია
+



25.0 
დიდი ინდოელი რელიგიური ფილოსოფოსი ს , მისტიკოსი სა და პოეტი ს, შრი აურობინდო ს „კაცობრიობის ციკლი“ ფსიქოლოგიური კუთხით იკვლევს საზოგადოების...
გაყიდვაშია
+

29.0  19.0 
ტანჯვა, რომელიც ამერიკელმა ჟურნალისტმა და პუბლიცისტმა დევიდ შეფმა (დ. 1955) გაიარა შვილის ნარკომანობასთან ბრძოლის ურთულეს გზაზე, უამრავი ადამიანისთვის იქცა იმედად მისი წიგნის, „კარგი ბიჭის“ მეშვეობით და, როგორც თავად ნარკოდამოკიდებულებს, ისე მათ ახლობლებსა და გულშემატკივრებს გულწრფელი და კეთილსინდისიერი თხრობის მეშვეობით მისცა მაგალითი, როგორი ჯანმრთელი, სამართლიანი, სხვისი უფლებების დამცველი შეიძლება იყოს ის ჯოჯოხეთური პროცესი, რომელსაც ნარკომანი შვილის გადასარჩენად ბრძოლა ჰქვია. ეს არის სიყვარულისა და ტანჯვის, რწმენის, ძალის, ნებისყოფის ისტორია, საკითხავი ნარკოდამოკიდებულის მშობლისთვის, დისთვის, ძმისთვის, ცოლისთვის თუ მეგობრისთვის – ყველასთვის, ვინც ერთხელ მაინც შეხებია ამ პრობლემას. „კარგი ბიჭი“ მშობლის სიყვარულისა და ბრძოლის თავგადასავალია, რომელიც დაეხმარება სხვა ოჯახებს, უკეთ გაუმკლავდნენ მსგავს გასაჭირს და თავი მარტოდ არ იგრძნონ.
გაყიდვაშია
+

29.0  19.0 
ცნობილი პუბლიცისტისა და ჟურნალისტის,სერგი რუდენკოს წიგნი „ზელენსკი უგრიმოდ“ უკრაინის პრეზიდენტის პირველი და ჯერჯერობით ერთადერთი პოლიტიკური...
გაყიდვაშია
+


12.0  5.0 
დიდხანს მქონდა განცდა, რომ ძალიან უინტერესო და ერთფეროვანი ცხოვრება მაქვს, რაღაც უფერული და მომაბეზრებელი რუტინით გაჯერებული. არადა, ახლა რომ ვუყურებ, სულაც...
გაყიდვაშია
+

15.0  5.0 
„დრო მიდის, კადრები კი რჩება" არის ფეისბუქ-გვერდი, რომელიც მრავალ თქვენგანს გაუგია და ერთხელ მაინც წაუკითხავს ჩვენს მიერ მოწოდებული ინფორმაცია, ან უნახავს...
გაყიდვაშია
+