„განსხვავებული"

16.0 
69
გაყიდვაშია
+
  • Pinterest
„გახსოვდეს, ერთი არჩევანიც საკმარისია, რომ სამუდამოდ გარდაიქმნა“. ახალგაზრდა მწერალი ვერონიკა როთი ლიტერატურულ ასპარეზზე თავისი პირველი წიგნით - „განსხვავებულით“ შეიჭრა. წიგნის დისტოპიურ სამყაროში გმირებთან ერთად მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს, მათთან ერთად გამოსცდით მუხანათურ ღალატს, სიუჟეტის მოულოდნელი განვითარება კი გაგაოცებთ, თან თავბრუდამხვევი სასიყვარულო ამბის მოწმენიც გახდებით. ბეატრის პრაირის დისტოპიურ ჩიკაგოში საზოგადოება ხუთ ტოლ ფრაქციად არის დაყოფილი, თითოეული მათგანი საკუთარი ფრაქციის მოძღვრებისა და დებულებების თანახმად ცხოვრობს: „გულწრფელობა“, „ასკეტობა“, „შეუპოვრობა“, „მეგობრულობა“ და „ერუდიცია“. ყოველ წელს დგება არჩევანის დღე, როცა 16 წლის ყველა მოზარდი საკუთარ ფრაქციას ირჩევს. ბეატრისი არჩევანის წინაშე დგება, რომელიც, მისივე ჩათვლით, ყველასთვის მოულოდნელი გამოდგება - ურთულესი ინიციაციის პროცესში სახელად ტრისს ირქმევს და ცდილობს გაარკვიოს, ვინ არიან მისი ნამდვილი მეგობრები და რა ადგილი უკავია მის ახალ ცხოვრებაში თითქოს სასტიკ, მაგრამ მომხიბვლელ ბიჭს. გარდა ამისა, ტრისს საიდუმლოც აქვს... ფრაქციებს შორის განხეთქილება სწრაფად ღრმავდება და ტრისი ხვდება, რომ თავისი საიდუმლოს წყალობით, შესაძლოა საყვარელი ადამიანები სიკვდილს გადაარჩინოს... ან თავად გაანადგუროს ისინი.

ავტორი

ავტორი:
როთი ვერონიკა

წიგნი

მხატვრული ლიტერატურის ტიპი:
  • ფენტეზი
გარეკანი:
რბილი
გარეკანის დიზაინი/ილუსტრაციები:
ჯოელ ტიპი
გვერდების რაოდენობა:
490
ორიგინალის ენა:
ინგლისური
სარეკომენდაციო ასაკი:
13 +
ფორმატი:
130/200

გამომცემლობა

გამოცემის წელი:
2015
გამომცემლობა:
სიესტა
მთარგმნელი:
ნინო შეყილაძე