„ჩვენი უბნის შვილები"

20.0 
107
გაყიდვაშია
+
  • Pinterest
ნობელის პრემიის ლაურეატმა, არაბმა მწერალმა ნაჯიბ მაჰფუზმა ამ რომანში ერთი შეხედვით დათმო რეალისტური სამწერლობო მანერა და სათქმელისათვის იგავური და სიმბოლური ფორმა აირჩია. რომანში კაცობრიობის დიდი სიუჟეტების, უფრო სწორად, აბრაამისტული რელიგიების ნარატივის ახლებური წაკითხვითა და გადამუშავებით, მწერალი, ერთი მხრივ, აანალიზებს ამ რელიგიათა არსს და, მეორე მხრივ, ეხმიანება თანამედროვე სოციალურ და პოლიტიკურ პრობლემატიკას.

როდესაც ეს თხზულება თავდაპირველად ყოველდღიურ გაზეთ „ალ-აჰრამში“ სერიების სახით გამოქვეყნდა (1959 წ.), მას რელიგიური ავტორიტეტები დაუპირისპირდნენ და წიგნის სახით მისი გამოცემა ეგვიპტეში აიკრძალა. რომანი სრული სახით პირველად გამოქვეყნდა 1967 წელს, ლიბანში.
მოგვიანებით, 1988 წელს, ნობელის პრემიის გადაცემამ გააღვივა ინტერესი ამ მწერლის წიგნის მიმართ და მუსლიმმა ლიდერმა, ომარ აბდელ-რაჰმანმა დაგმო იგი, ხოლო რამდენიმე წლის შემდეგ, 1994 წელს, ჯილდოს მიღების წლისთავის მეორე დღეს, ავტორს თავს ორი ექსტრემისტი დაესხა და კისერში დაჭრა იგი. მართალია, მწერალი ცოცხალი გადარჩა, მაგრამ ჭრილობის შედეგები მას სიცოცხლის ბოლო დღემდე აწუხებდა.

ავტორი

ავტორი:
მაჰფუზი ნაჯიბ

წიგნი

გარეკანი:
რბილი
გარეკანის დიზაინი/ილუსტრაციები:
ნატალია ავალიანი
გვერდების რაოდენობა:
560
ორიგინალის ენა:
არაბული
სარეკომენდაციო ასაკი:
18+
ფორმატი:
137/214

გამომცემლობა

გამოცემის წელი:
2014
გამომცემლობა:
სიესტა
რედაქტორი:
  • გიორგი ლობჟანიძე
მთარგმნელი:
მაია ანდრონიკაშვილი