თავის რომანში ზურა ოდილავაძე აღწერს ერთი მამაკაცის ცხოვრებას გასული საუკუნის 60-იანი წლებიდან დღემდე, გვიამბობს საბჭოურ ბავშვობაზე: მშობლებისა და მასწავლებლების დიქტატზე, სექსუალურ აკრძალვებსა და ძალადობრივ გარემოზე, რაც ადამიანში კლავს ინიციატივას და ასახლებს შიშს. ყალიბდება ინფანტილური არსება, მიდრეკილი ქალზე ძალადობისა და ნარკომანიისკენ. დგება პოსტსაბჭოური ეპოქა – ტოტალიტარიზმის დასასრული და საქართველოს დამოუკიდებლობა, ბოლშევიკური მენტალიტეტი კი ხალხს მაინც მოჯადოებულ წრეზე სიარულს აიძულებს: ისევ ავტორიტარიზმი და ბელადომანია, ფეოდალური კლანები და ცენზურა, უმრავლესობის დიქტატი და კოლექტიური გონი, სიღატაკე და შიმშილი. გმირი ყოველ ღონეს ხმარობს, რომ გათავისუფლდეს კოლექტივის ბორკილებისგან და დაძლიოს არასრულფასოვნების კომპლექსი.
ავტორი
წიგნი
- პროზა
- რომანი
გამომცემლობა
- ნათია გოგიჩაიშვილი