„სახლი დომინიკისთვის“

ფასის დასაზუსტებლად გთხოვთ დაგვიკავშრდეთ
გაყიდვაშია
  • Pinterest

„სიესტა“ გამოსაცემად ამზადებს რუსეთის სარაკეტო თავდასხმის შედეგად 37 წლის ასაკში ტრაგიკულად დაღუპული უკრაინელი მწერლის, ვიქტორია ამელინას რომანს „სახლი დომინიკისთვის“.

2023 წლის 27 ივნისს ვიქტორია კრამატორსკის კაფე „რია პიცაში“ სადილობდა სამ კოლუმბიელ სტუმართან ერთად, როცა კაფეს რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ გაშვებული „ისკანდერის“ რაკეტა მოხვდა. ამელინა მძიმედ დაიჭრა და სამი დღის მანძილზე სიკვდილს ებრძოდა დნიპროს ერთ-ერთ საავადმყოფოში. ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს – 1 ივლისს ვიქტორია გარდაიცვალა.

დაღუპვამდე ცოტა ხნით ადრე, მას შემდეგ, რაც საკუთარი ბინიდან უყურა კიევის დაბომბვას, ვიქტორიამ „ტვიტერზე“ დაწერა: „ომია, როცა ვეღარ ადევნებ თვალს ახალ ამბებს და გლოვობ მეზობლებს, რომლებიც შენ მაგივრად დაიღუპნენ სულ რამდენიმე კილომეტრში.“

2017 წელს გამოსული „სახლი დომინიკისთვის“ ამელინას მეორე რომანია. მასში მოთხრობილია ლვოვში მცხოვრები გარუსებული უკრაინული ოჯახის დრამატული მოვლენებით აღსავსე ამბავი, რომელიც, თავად ავტორის აღიარებით, ავტობიოგრაფიულ ელემენტებსაც შეიცავს. რომანში იდენტობის ძიების პროცესი უკავშირდება ქალაქ ლვოვის წარსულს, მის დაკარგულ ებრაულსა და პოლონურ მემკვიდრეობას.

მთხრობელად გვევლინება, არც მეტი, არც ნაკლები... პუდელი, სახელად დომინიკი. ეს ხერხი საშუალებას აძლევს ავტორს, მოვლენები სრულიად მოულოდნელი, ხშირად კომიკური კუთხით დაგვანახვოს.

თავისი ხანმოკლე სამწერლო კარიერის მანძილზე ვიქტორია ამელინამ არაერთი  პროფესიული ჯილდოს მოპოვება მოასწრო, რომელთა შორისაც განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ჯოზეფ კონრადის სახელობის ლიტერატურული პრემია.

ავტორი

ავტორი:
ვიქტორია ამელინა

წიგნი

მხატვრული ლიტერატურის ტიპი:
  • პროზა
ჟანრი:
რომანი
გარეკანი:
რბილი
გარეკანის დიზაინი/ილუსტრაციები:
ქეთი კიღურაძე/ირაკლი ხუცშვილი
გვერდების რაოდენობა:
556
ენა :
ქართული
ორიგინალის ენა:
უკრაინული
ფორმატი:
120/187
ეპოქა:
თანამედროვე

მსგავსი პროდუქტი