გამომცემლობა „სიესტა“ დაარსდა 2004 წელს და მას შემდეგ მკითხველს სთავაზობს დახვეწილი დიზაინითა და ბეჭდვის მაღალი ხარისხით გამორჩეულ საინტერესო წიგნებს: ქართველი და უცხოელი ავტორების პროზაულ ნაწარმოებებს, პოეტურ კრებულებს. „სიესტის“ გამოცემულ წიგნებს არაერთხელ მოუპოვებიათ პრესტიჟული ლიტერატურული პრემიები. გამომცემლობა მუდმივად თანამშრომლობს უცხოელ კოლეგებთან. ამჟამად „სიესტის“ მთავარი პროექტია სერია „თანამედროვე კლასიკა“, რომლის ფარგლებშიც უკვე გამოიცა გაბრიელ გარსია მარკესის „მარტოობის ასი წელიწადი“, ოლდოს ჰაქსლის „საოცარი ახალი სამყარო“, ჰერმან ჰესეს „ზიდჰარტა“, ჰაინრიხ ბიოლის „ბილიარდი ათის ნახევარზე“, ჯორჯ ორუელის „1984“ და "ცხოველების ფერმა". 2022 წელს ამავე სერიით გამოიცემა სინკლერ ლუისის "ეს აქ ვერ მოხდება", ჰერტა მიულერის "სუნთქვის საქანელა", მიგელ დე უნამუნოს "სიყვარული და პედაგოგიკა", უცხოური ლიტერატურის სხვა საუკეთესო ნიმუშების ქართული თარგმანები.

2021 წელს "სიესტამ" საფუძველი ჩაუყარა ახალ სერიას სახელწოდებით "აღმოსავლური სიბრძნე", რომლის პირველი წიგნიც (შრი აურობინდოს "კაცობრიობის ციკლი") მკითხველმა უკვე მიიღო. 2022 წელს ამ სერიის ფარგლებში იგეგმება დაისეც ტეიტარო სუძუკის "ძენ-ბუდიზმის შესავლის" გამოცემა.