ელიას კანეტი (1905-1994), ბრიტანელ-ავსტრიელი მწერალი, მე-20 საუკუნის გერმანულენოვანი ლიტერატურის თვალსაჩინო წარმომადგენელი, ნობელის 1981 წლის პრემიის ლაურეატი
„დაბრმავება“ მწერლის მთავარ ნაწარმოებადაა მიჩნეული. 1936 წელს გამოცემულ ამ რომანში წიგნებისადმი სიყვარული კაცს სიგიჟემდე, საბოლოოდ კი სიკვდილამდე მიიყვანს. წარმოიდგინეთ 25 ათასი წიგნით სავსე გამოქვაბული. კედლებს მაღალი თაროები გასდევს. არც ფანჯარა, არც მზის სხივი, არც დღის სინათლე არ არღვევს სქელ-სქელი ფოლიანტების მყუდროებას. ეს პეტერ კინის სამფლობელოა. ვენელი ბიბლიომანი და „თავისი დროის უდიდესი სინოლოგი“ ამ უზარმაზარ ბიბლიოთეკაში ბინადრობს, როგორც ნიჟარაში – სამყაროსგან გაუცხოებული, უცნაური და მარტოსული.
ავტორი
წიგნი
- პროზა
გამომცემლობა
- დავით კაკაბაძე