„კონტრაბასი“ გერმანელი მწერლის პატრიკ ზიუსკინდის პირველი ნაწარმოებია. სწორედ ამ ერთაქტიანმა მონოპიესამ მოუტანა რომან „სუნამოს“ ავტორს მსოფლიო აღიარება. ეს არის მარტოხელა, მარტოსული კონტრაბასისტის მონოლოგი-აღსარება, თუ გნებავთ, პროტესტი ორკესტრში (და ცხოვრებაში!) თავისი მეორეხარისხოვანი როლის წინააღმდეგ. „კონტრაბასი“ სევდიანი, ფაქიზი იუმორით გაჯერებული ტექსტია, რომელიც გულგრილს არ ტოვებს მკითხველს. როგორც მოხდენილად შენიშნა ინგლისის გაზეთ „ინდეპენდენტის“ ლიტერატურულმა მიმომხილველმა, ზიუსკინდმა „ვიოლინოს სოლოს ვირტუოზულობით აღწერა კონტრაბასის მოსაწყენი ცხოვრება“.
ავტორი
ავტორი:
პატრიკ ზიუსკინდი
წიგნი
ჟანრი:
დრამატურგია
გარეკანი:
რბილი
გვერდების რაოდენობა:
90
ენა :
ქართული
ორიგინალის ენა:
გერმანული
სერია:
პატარა შედევრები
გამომცემლობა
გამოცემის წელი:
2022
გამომცემლობა:
სიესტა
რედაქტორი:
- მანანა გიგინეიშვილი
მთარგმნელი:
ბიძინა რამიშვილი