„პირველი კლასით ამერიკაში“

15.0 
182
გაყიდვაშია
+
  • Pinterest

სერიით „თანამედროვე ქართული პროზა“ „სიესტამ“ გამოსცა ვაკო ორმოცაძისა და მირიან რჩეულიშვილის მოთხრობა „პირველი კლასით ამერიკაში“. თავიანთ სადებიუტო წიგნში ავტორები გვიამბობენ იმ ურთულესსა და ათასი დაბრკოლებით სავსე გზაზე, რომელსაც ამერიკის შეერთებულ შტატებში დამკვიდრების მსურველები ამ ქვეყანაში მოსახვედრად გადიან. ეს ამბავი ერთ-ერთი თანაავტორის სადღიურო ჩანაწერებსა და რეალურ ფაქტებს ემყარება. ვაკო ორმოცაძისა და მირიან რჩეულიშვილის თანამშრომლობის შედეგად მოთხრობამ მხატვრული, დროდადრო იუმორისტული და ხანაც სიურრეალისტური სახე შეიძინა, ხოლო მთხრობელი ლიტერატურულ პერსონაჟად იქცა. მივიღეთ დრამატული თავგადასავლებით გაჯერებული ტექსტი, რომელშიც აღწერილია ემიგრანტის თავდაუზოგავი, ფიზიკური და ფსიქიკური ბრძოლა გადარჩენისა და თვითმყოფადობის შენარჩუნებისათვის.

ავტორი

ავტორი:
ვაკო ორმოცაძე, მირიან რჩეულიშვილი

წიგნი

მხატვრული ლიტერატურის ტიპი:
  • მოთხრობა
  • პროზა
ჟანრი:
მოთხრობა
გარეკანი:
რბილი
გარეკანის დიზაინი/ილუსტრაციები:
ქეთი კიღურაძე/ირაკლი ხუცშვილი
გვერდების რაოდენობა:
140
ენა :
ქართული
სარეკომენდაციო ასაკი:
18+
სერია:
თანამედროვე ქართული პროზა
ფორმატი:
120/190
ეპოქა:
თანამედროვე

გამომცემლობა

გამოცემის წელი:
2024
გამომცემლობა:
სიესტა
რედაქტორი:
  • დავით კაკაბაძე

მსგავსი პროდუქტი