"ქართველების ექვსი ვნება“ – ეს გახლავთ თანამედროვე საქართველოს ისტორიის ლიტერატურული დოკუმენტი, ერთგვარი სარკე, რომელშიც ასახულია ეპოქის ფოტოსურათი. წიგნი გადმოგვცემს ჩვენთვის დამახასიათებელ და ამავე დროს, დამანგრეველ ექვს ვნებას: რელიგიური "მართლობა“ და ყოვლისმცოდნეობა; პოლიტიკანობა და საბჭოური ნოსტალგია; კლანურობა და ელიტარიზმი; ნარკომანია და ალკოჰოლიზმი; ძალადობა და კრიმინალისადმი მოწიწება; მამაკაცი, ქალი და ფარისევლობა.
სიუჟეტი ვითარდება სახელმწიფო მიქარიაში, რომელიც დასახლებულია მიქარიელებით. ,,სიტყვა ,,მიქარიელი“ ორი ნაწილისგან შედგება – ,,მიქ“ – მოზეიმე იდიოტიზმის ქვეყანა და ,,არიელი“ – რაც მოქალაქეთა უმაღლესი, ,,არიული“ რასისადმი კუთვნილებაზე მიანიშნებს. შინაარსის მიხედვით,
ნაწარმოებს შეიძლება "ქართულ მანკიერებათა ენციკლოპედიაც“ ვუწოდოთ.
ავტორი
წიგნი
- პროზა
- რომანი
გამომცემლობა
- ნანა ჯანაშია