ლიუბკო დერეში, „მედუზას მზერა“

19.0 ₾
ISBN 978-9941-9705-9-7
არ არის გაყიდვაში
  • Pinterest

ლიუბკო დერეში დაიბადა 1984 წლის 3 ივლისს დასავლეთ უკრაინის ქალაქ ლვოვში. მის კალამს ეკუთვნის ოთხი რომანი და მრავალი მოთხრობა.

ანტიკურ მითებში მედუზა ძალადობის უდანაშაულო მსხვერპლია, რომელიც ღმერთებმა მონსტრად აქციეს და სამყაროს დასალიერში განდევნეს. ვინც კი მას შეხედავდა, უმალ ქვად გადაიქცეოდა. თუმცა, ადამიანი გარეგნულად შეიძლება ცოცხალიც იყოს, მაგრამ შინაგანად მოკვდეს. ლიუბკო დერეშის რომანი „,მედუზას მზერა“ ომის ტრავმის მრავალშრიანი და მრავალხმიანი ისტორიაა, გულსა და გონებას რომ გაგიქვავებს.

ომით დატანჯულ უკრაინაში ჩამოყალიბებას იწყებს უცნაური თანავარსკვლავედი. მიროსლავი, მწერალი და მასწავლებელი, მეგობრების, საყვარელი ადამიანების, მშობლების, ჯარისკაცების, ლტოლვილებისა და აჩრდილების მუდამ ცვალებად გარემოში მოძრაობს. მათი ამბები იკვეთება, ერთმანეთს შორდება და მერე სახეცვლილი ფორმით ბრუნდება, თითქოს ცალკეული ცხოვრება ერთიანი, უხილავი ნაქარგის ნაწილი იყოს. რომანის თავები ვარსკვლავებად იქცევა, ხოლო მისი პერსონაჟები – თანავარსკვლავედებად.

ერთ-ერთი თანავარსკვლავედის ცენტრში სლავკოა – მიროსლავის ძველი მეგობარი და პერსონაჟი, რომელმაც თითქოს პირდაპირ მითიდან გადმოაბიჯა ჩვენს დროში. ის თანამედროვე პერსევსია: მიჯნური, თავგადასავალთა მაძიებელი, დაჭრილი კაცი, იდუმალი ნიშნების ამომცნობი. მისი მეშვეობით პერსევსისა და მედუზას ძველისძველი ამბავი ცოცხალთა ცხოვრების ნაწილი ხდება. მედუზა გამოქვაბულში ჩასაფრებული მონსტრი კი აღარ არის, არამედ ის, რასაც ვაწყდებით ომში, მოგონებებში, სიყვარულში, სხვა ადამიანის მზერაში და, შესაძლოა, საკუთარ თავშიც.

ომი შლის ზღვარს მეხსიერებასა და სინამდვილეს შორის, მითი აწმყოში შემოაღწევს, ხოლო კატასტროფა თავის ისტორიებს თხზავს. „მედუზას მზერა“ დანაკარგის, ვნებისა და გარდასახვის რომანია, რომელიც გვეკითხება, როგორი იქნება შეხვედრა იმასთან, რამაც ქვად შეიძლება გვაქციოს.

ავტორი

ავტორი:
ლიუბკო დერეში

წიგნი

მხატვრული ლიტერატურის ტიპი:
  • რომანი
ჟანრი:
რომანი
გარეკანი:
რბილი
გარეკანის დიზაინი/ილუსტრაციები:
ქეთევან კიღურაძე, ირაკლი ხუციშვილი
გვერდების რაოდენობა:
376
ენა :
ქართული
ორიგინალის ენა:
უკრაინული
სარეკომენდაციო ასაკი:
16+
სერია:
თანამედროვე უცხოური პროზა
ფორმატი:
120/170
ეპოქა:
თანამედროვე

გამომცემლობა

გამოცემის წელი:
2026
გამომცემლობა:
სიესტა
რედაქტორი:
  • სოფიო ჩხატარაშვილი
მთარგმნელი:
დავით კაკაბაძე

მსგავსი პროდუქტი