მოკლე მიმოხილვა
კონფიდენციალურობის პოლიტიკისა და ჩვენი საიტის გამოყენების პირობების მიღებით თქვენ აცხადებთ თანხმობას, შევკრიბოთ, გამოვიყენოთ და გავავრცელოთ თქვენი პირადი ინფორმაცია კონფიდენციალურობის პოლიტიკაში განსაზღვრული წესით.
მონაცემთა დაცვა
თქვენ მიერ ჩვენთვის მოწოდებული ინფორმაცია დამუშავდება შევსებული პირადი ინფორმაციის შესაბამისად. თქვენ შესახებ გვჭირდება შემდეგი მონაცემები: სახელი და გვარი, დაბადების თარიღი, მისამართი, ელექტრონული ფოსტის მისამართი და ტელეფონის ნომერი. ჩვენი სამსახურით სარგებლობისას, თქვენი IP მისამართის აკრეფისა და სისტემაში შესვლის დროები იწერება და ინახება თაღლითური მოხმარების თავიდან აცილებისა და მომსახურების უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით. შესაძლოა, აგრეთვე, მოვიპოვოთ ინფორმაცია გამოყენებისა და წვდომის შესახებ, რაც საშუალებას მოგვცემს, თავი დავიცვათ სხვადასხვა თაღლითური ქმედებისგან, ჩვენს სისტემებში უკანონო შეჭრისგან ან მათი ბოროტად გამოყენებისგან. მხოლოდ და მხოლოდ ამ მიზნით, ამგვარი ინფორმაცია, შესაძლოა, გავუზიაროთ თაღლითური ქმედებების მართვის სპეციალიზებულსა და სანდო სამსახურებს, რომლებიც დაგვეხმარებიან ინფორმაციის გაანალიზებაში.
პირადი ინფორმაციის გამოყენება
თქვენს პირად ინფორმაციას გამოვიყენებთ თქვენი ანგარიშის ამოქმედებისა და თქვენთვის სასურველი მომსახურების გაწევის მიზნით. გარდა ამისა, გარკვეულ ინფორმაციას ვაწვდით ბანკებს ან საკრედიტო/სადებეტო ბარათების დამუშავების სამსახურებს, პირადობის შემმოწმებელ სამსახურებსა და საკრედიტო სააგენტოებს, რაც ჩვენი ჩვეულებრივი საქმიანობის შემადგენელი ნაწილია.
ხსენებულ მონაცემთა გაზიარების მიზანია მომხმარებლის იდენტიფიკაცია და კონტროლი, თაღლითური და სხვა დანაშაულებრივი ქმედებების გამოვლენა, აღკვეთა და ჩვენთვის ფინანსური ზარალის თავიან აცილება. პირის იდენტიფიკაციის ან მომხმარებლის მხრიდან თაღლითური ქმედების პრევენციაზე კონტროლისას სერვისის მიმწოდებელს უფლება აქვს, თქვენს პირად ინფორმაციასთან ერთად შეინახოს ჩვენი გამოკითხვების ჩანაწერები. ჩვენი მომსახურების გამოყენებით თქვენ ეთანხმებით ხსენებული მიზნებისთვის თქვენი პირადი მონაცემების გაზიარებას.
შესაძლოა, თქვენი პირადი მონაცემები მივაწოდოთ ისეთ კომპანიებს, რომლებიც განახორციელებენ საფოსტო მომსახურებას (თუ ამის საჭიროება გაჩნდა). თქვენ ეთანხმებით თქვენი პირადი მონაცემების ამგვარად გამჟღავნებას.
პირადი ინფორმაციის კონტროლი
თუ თქვენი პირადი მონაცემები (სახელი და გვარი, მისამართი, ტელეფონის ნომერი) შეიცვლება, თქვენ უნდა განაახლოთ მონაცემები პირადი კაბინეტის განყოფილებაში. შპს „სიესტა“ პასუხს არ აგებს ზარალზე, რომელიც წარმოიქმნება თქვენს მიერ პირადი მონაცემების განუახლებლობის ან არასწორი მისამართის, არაზუსტი სახელისა და გვარის მითითების შედეგად.
კომუნიკაცია
წარმატებული რეგისტრაციის შემდეგ თქვენ მიიღებთ დადასტურების შეტყობინებას ელექტრონული ფოსტის ძირითად რეგისტრირებულ მისამართზე. ელფოსტის საშუალებით ყველა სხვა კომუნიკაცია განხორციელდება ძირითად რეგისტრირებულ მისამართზე, რომლის შეცვლაც ნებისმიერ დროს შეგიძლიათ.
ასევე შეგიძლიათ მიიღოთ ელექტრონული შეტყობინებები სისტემის მიერ განხორციელებული ტრანსაქციების შესახებ, როგორებიცაა შეტყობინებები შეკვეთების დადასტურების, პაროლის შეცვლის შესახებ და სხვა. რეგისტრირებული მომხმარებლები დროდადრო მიიღებენ ინფორმაციას პროდუქტებზე, სერვისებზე თუ საგანგებო ტრანსაქციებზე საინფორმაციო ბიულეტენის საშუალებით, თუ მომხმარებელი არ განაცხადებს, რომ არ სურს ამგვარი ბიულეტენის მიღება. ჩვენი საინფორმაციო ბიულეტენების მიღება-არმიღებასთან დაკავშირებით პოზიციის შეცვლა შეგიძლიათ პირადი კაბინეტის განყოფილებაში (სიახლეებზე ხელმოწერა). გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ამის შემდეგაც მიიღებთ თქვენი ანგარიშის შესახებ ისეთ შეტყობინებას, როგორიცაა ტრანსაქციებთან დაკავშირებული ელექტრონული შეტყობინებები ან თქვენი ანგარიშის ფუნქციონირებასთან თუ ჩვენს სამართლებრივ ურთიერთობასთან დაკავშირებული სხვა შეტყობინებები.
უსაფრთხოება
შპს „სიესტა“ იცავს თქვენს პირად მონაცემებს არასანქცირებული წვდომისგან, გამოყენებისგან თუ გამჟღავნებისგან. როგორც კი შეხვალთ თქვენი ანგარიშის სისტემაში, ყველა ინტერნეტკომუნიკაცია დაცულია SSL-პროტოკოლის გამოყენებით, რომელიც აღჭურვილია უსაფრთხოების მაღალი ხარისხის 256-ბიტიანი სიძლიერის შიფრირების უნარით და სერტიფიცირებულია Thawte-ის მიერ. თუმცა, დაცვის ასეთი მაღალი დონე ქმედითია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ თქვენ თავადაც დაიცავთ უსაფრთხოების გარკვეულ ნორმებს.
თქვენ არასოდეს არ უნდა გაანდოთ სხვას თქვენი ანგარიშის დეტალები, მომხმარებლის სახელი და პაროლი. თუ ვარაუდობთ, რომ ამ კომპონენტთაგან რომელიმეს საფრთხე შეექმნა, შეგიძლიათ შეცვალოთ ის თქვენთვის სასურველ ნებისმიერ დროს, როგორც კი სისტემაში შეხვალთ.