ცნობილი ამერიკელი მწერლის, პულიცერის პრემიის ლაურეატის, ფილიპ როთის (1933-2018) „მემკვიდრეობა“, მის ნაწარმოებთა უმრავლესობისგან განსხვავებით, დოკუმენტური პროზაა, და არა მხატვრული. მასში ავტორი უაღრესად შთამბეჭდავად აღწერს თავის არცთუ უპრობლემო ურთიერთობას უკურნებელი სენით დაავადებულ მამასთან, 86 წლის ჰერმან როთთან. ეს არის ამბავი მამა-შვილის სიყვარულისა, მშობლის წინაშე შვილის ვალდებულებისა, მზრუნველობისა, სიმტკიცისა, სისუსტისა, დაბერების დაუნდობელი სისასტიკისა... „ვაშინგტონ პოსტის“ მიმომხილველმა ამ ნაწარმოებს „შემაძრწუნებელი გულახდილობით დაწერილი ტექსტი“ უწოდა.
ავტორი
ავტორი:
ფილიპ როთი
წიგნი
ჟანრი:
ბიოგრაფიული
გარეკანი:
მაგარი
გვერდების რაოდენობა:
204
ენა :
ქართული
ორიგინალის ენა:
ინგლისური
სარეკომენდაციო ასაკი:
18+
სერია:
მშობლები და შვილები
ფორმატი:
185/125
ეპოქა:
თანამედროვე
გამომცემლობა
გამოცემის წელი:
2024
გამომცემლობა:
სიესტა
რედაქტორი:
- დავით კაკაბაძე
მთარგმნელი:
თამარ ჯაფარიძე