დანაზოგი 32%

„ჩალისფერი მხედარი, ანუ დავიწყებული პანდემია“

ძველი ფასი: 22.0 
15.0 
დანაზოგი: 7.0 ₾ (32%)
9789941971587
გაყიდვაშია
+
  • Pinterest
რა საერთო ნიშანი აკავშირებდათ 1918 წელს ნიუ-იორკში მცხოვრებ იტალიელებს, ალასკელ ესკიმოსებსა და მეშჰედელ სპარსელებს? სრულიად არაფერი, გარდა ერთი ვირუსისა, რომელმაც თანამედროვეობის უმძიმესი პანდემია გამოიწვია და მნიშვნელოვნად შეცვალა მეოცე საუკუნის ისტორია.

"ესპანურ გრიპად" ცნობილი დაავადება, 1918-1920 წლებში რომ მოედო მსოფლიოს, კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთ უდიდეს ჰუმანიტარულ კატასტროფად ითვლება. ეს სენი დედამიწის მაშინდელი მოსახლეობის ერთ მესამედს შეეყარა - მდიდარსა და ღარიბს, ახალგაზრდასა თუ ხნიერს, ქალსა თუ კაცს, დიდგვაროვანსა თუ გლეხს. ესპანური გრიპით გარდაცვლილთა ზუსტ რაოდენობაზე განსხვავებული მოსაზრებები არსებობს, მაგრამ თვით ყველაზე მოკრძალებული შეფასებითაც კი, ვირუსს, სულ ცოტა, 50 მილიონი ადამიანი შეეწირა.

თავის წიგნში "ჩალისფერი მხედარი" ბრიტანელი ჟურნალისტი და მწერალი ლორა სპინი უაღრესად საინტერესოდ მოგვითხრობს ესპანური გრიპის ვირუსის გავრცელების ისტორიას, მის უზარმაზარ გავლენას საერთაშორისო პოლიტიკაზე, რასობრივ ურთიერთობებზე, ოჯახურ სტრუქტურებზე, ადამიანის ჩვევებზე. ახალი კორონავირუსის, კოვიდ-19-ის პანდემიის პირობებში ლორა სპინის წიგნმა, რომელიც უკვე ათზე მეტ ენაზე ითარგმნა, კიდევ უფრო მეტი აქტუალობა შეიძინა და ქართველი მკითხველისთვის მისი გაცნობა უთუოდ საინტერესო იქნება.

ავტორი

ავტორი:
ლორა სპინი

წიგნი

ჟანრი:
სამეცნიერო
გარეკანი:
რბილი
გვერდების რაოდენობა:
375
ენა :
ქართული
ორიგინალის ენა:
ინგლისური

გამომცემლობა

გამოცემის წელი:
2022
გამომცემლობა:
სიესტა
რედაქტორი:
  • დავით კაკაბაძე
მთარგმნელი:
მანანა კუზმა