კატერინა ბაბკინა

15.0 
978-9941-9877-0-0
გაყიდვაშია
+
  • Pinterest
„ეს კრებული ჩაფიქრებულია, როგორც სხვადასხვა ამბის მეშვეობით მოთხრობილი ერთი ისტორია, – ამბობს კატერინა ბაბკინა მოთხრობების კრებულზე „ბაბუაჩემი ყველაზე უკეთ ცეკვავდა“. ერთ-ერთ ინტერვიუში ახალგაზრდა უკრაინელი მწერალი აღნიშნავს, რომ მას აინტერესებს თავისი ქვეყნის წარსული, ოღონდ არა როგორც რაღაც აბსტრაქტული მოვლენების ნუსხა, არამედ როგორც კონკრეტული, სრულიად უბრალო ადამიანების გამოცდილება. „მინდა ვიცოდე, რამ ჩამოაყალიბა თანამედროვე უკრაინელები ისეთად, როგორებიც ისინი დღეს არიან: რომელმა ტრაგედიებმა, რა გასაჭირმა, რა გარემოებებმა, რომელმა საზოგადოებრივმა ნორმებმა.“
 
„ბაბუაჩემი ყველაზე უკეთ ცეკვავდა“ აერთიანებს მცირე ზომის 12 მოთხრობას, რომლებიც ერთმანეთთან დაკავშირებული ხუთი ოჯახის ისტორიას გვიამბობენ. მოქმედება ხან 1920-იანი წლების ხარკოვში ხდება, ხან 21-ე საუკუნის დონბასში, ავტორი გვერდს არ უვლის არც მეორე მსოფლიო ომის ტრავმებს, და არც ჰოლოდომორის ტრაგედიას, ოღონდ ამ ყველაფერს ახერხებს ცალკეული ადამიანებისა და მათი ოჯახების ისტორიების გადმოცემის გზით.
 
კიდევ ერთი ციტატა ბაბკინას ინტერვიუდან: „ეს წიგნი, უწინარეს ყოვლისა, წარსულის მიღებაზეა. იმაზე, როგორ გავლენას ახდენენ ჩვენზე გარემოებები – განურჩევლად იმისა, ვიცით თუ არა რაიმე ამ გარემოებებზე. ეს არის წიგნი თაობათა კავშირზე, სიყვარულის ძიებაზე, მარტოობაზე, დანაკარგებზე – გააზრებულსა თუ გაუაზრებელზე, გამართლებულსა თუ დასანანზე. და, რაც მთავარია, იმაზე, რომ ადამიანს უმძიმეს ვითარებაშიც კი რჩება საშუალება, არ გატყდეს და ეძიოს ბედნიერება.“
 
 

წიგნი

ჟანრი:
მოთხრობა
ანოტაცია:
„ეს კრებული ჩაფიქრებულია, როგორც სხვადასხვა ამბის მეშვეობით მოთხრობილი ერთი ისტორია, – ამბობს კატერინა ბაბკინა მოთხრობების კრებულზე „ბაბუაჩემი ყველაზე უკეთ ცეკვავდა“. ერთ-ერთ ინტერვიუში ახალგაზრდა უკრაინელი მწერალი აღნიშნავს, რომ მას აინტერესებს თავისი ქვ
გარეკანი:
რბილი
ორიგინალის ენა:
უკრაინული
სარეკომენდაციო ასაკი:
18+
სერია:
თანამედროვე უცხოური პროზა
ეპოქა:
თანამედროვე

გამომცემლობა

გამოცემის წელი:
2023
გამომცემლობა:
სიესტა